13:26 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 14:51:52, 1835 ნახვა

საზოგადოება
საჯარო და ბიზნესის სექტორისთვის „რეგიონული კიბერსავარჯიშო 2017“ გაიმართა

15 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ „CERT.GOV.GE"-ს ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა.

კიბერსავარჯიშოში მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის გამოცდილი კიბერპროფესიონალები. ღონისძიება სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" თავმჯდომარე ნიკოლოზ გაგნიძემ გახსნა.

სავარჯიშოებში მონაწილეობა მიიღო დარეგისტრირებულმა 60-მდე IT-პროფესიონალმა, რომლებიც ჯგუფებად დანაწილდნენ. 3 პირისგან შემდგარ თითოეულ ჯგუფს მიეცა კონკრეტული დავალებები, კერძოდ, სხვადასხვა სირთულის კიბერინციდენტის გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა.

ასეთი ტიპის ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს კიბერუსაფრთხოების პოპულარიზაციას როგორც საჯარო,  ისე ბიზნესის სექტორში. უკვე რამდენიმე წელია, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო" ყოველწლიურად ატარებს ღონისძიებებს კიბერუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, უკეთ გაეცნონ სხვადასხვა უწყების გამოცდილებას; მიიღონ საჭირო ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში დროული და სწრაფი რეაგირებისათვის. 

სავარჯიშოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დასასრულ, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ" ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
სააკაშვილი - ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის ერთი ხელის გაწვდენაზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics