2017-12-15 14:11:34, 1923 ნახვა
საზოგადოება
საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ნაწილი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას უარყოფითად აფასებს
საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ნაწილი იუსტიციის სამინისტროს საკონსტიტუციო ინიციატივის შესახებ, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას განსაზღვრავს, განცხადებას ავრცელებს. ისინი მიიჩნევენ, რომ სამინისტროს ინიციატივა ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს. „საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასაწყისშივე შეთანხმდა, რომ არც ერთი უფლების კონსტიტუციური დაცვის სტანდარტი არ გაუარესდებოდა. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, კომისიის მუშაობის შედეგად, არათუ შენარჩუნდა, არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს საკითხი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელზეც კომისიის წევრებმა კონსენსუსს მიაღწიას. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის მანძილზე მუშაობდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კომისიის არც ერთ განხილვაზე ჩვენ არ მოგვისმენია იუსტიციის სამინისტროს პოზიცია ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კონსტიტუციური ჩანაწერების შესახებ. საგულისხმოა, რომ კომისიის მიერ შემუშავებული ინფორმაციის თავისუფლების ჩანაწერების შესახებ არც ერთი შენიშვნა და რეკომენდაცია არ გამოუთქვამს ვენეციის კომისიას. გარდა ამისა, ეს ცვლილება არ ყოფილა სახალხო განხილვაზე გამოტანილი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამჟამად საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების კონსტიტუციაში ასახვის მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად, მოვუწოდებთ პარლამენტს, არ გასცდეს ამ ამოცანას და არ შეცვალოს იმ მუხლების რედაქცია, რომელიც ინტენსიური მსჯელობისა და განხილვის შედეგად კომისიამ მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ვახტანგ ნაცვლიშვილი; ეკა გიგაური; არნოლდ სტეფანიანი; ანა ფირცხალაშვილი; ვახტანგ ხმალაძე. ავტორი: , ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|