17:18 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 13:45:50, 1606 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს

 იუსტიციის მინისტრი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი ღია მმართველობის სფეროში ქართულ გამოცდილებას 6 ქვეყნის მინისტრებსა და 16 ქვეყნის დელეგაციას უზიარებს − კოლეგებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კითხვებს პასუხობს, თუ როგორ მიაღწია საქართველომ წარმატებას „OGP"-ის ფარგლებში.

მინისტრის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი ღია მმართველობის სისტემის მშენებლობის საქმეში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, ადგილობრივი  მთავრობების, არასამთავრობო ორგნიზაციების, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობაა.

თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ერთობლივი და წარმატებული თანამშრომლობით საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის − 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას.

„საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში; 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით; სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი „mygov.ge", რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება“, - აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა აგრეთვე, საქართველოს, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტებზე.

„ჩვენ განვსაზღვრეთ ოთხი სტრატეგიული მიზანი, რომელთაგან თითოეულის მიზანი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაა. ესენია: თანამშრომლობის განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა; გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ინოვაცია; უკეთესი პარტნიორობის შექმნა. ეს მიზნები სრულ შესაბამისობაშია „OGP"-ის მმართველი კომიტეტის მიერ შემუშავებულ ორგანიზაციის სტრატეგიასთან; ამასთან, პირდაპირ ეხმიანება მოქალაქეთა ყოველდღიურობას", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მინისტერილი „ღია მმართველობის პარტნიორობის" აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ინდონეზიის მთავრობის ორგანიზებული ღონისძიება, რომელსაც 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეების  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, თეა წულუკიანმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით გახსნა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics