14:39 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 10:11:11, 9517 ნახვა

კულტურა
თბილისში ცნობილი გერმანული ბენდი DIARY OF DREAMS კონცერტს გამართავს

16 დეკემბერს, 20:00 საათზე, Tbilisi Event Hall-ში კომპანია „JAM! Events" წარმოგიდგენთ  გერმანული ბენდის DIARY OF DREAMS -ის კონცერტს, რომელიც  საქართველო-გერმანიის (2017) წლის ფარგლებში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება.

ჯგუფის სტილი Electronic Darkwave-ის მიმართულებით, სინტი–გოთიკისა და გოთიკ–როკის ჟანრში განიხილება. დღესდღეობით გერმანული ჯგუფი DIARY OF DREAMS  ამ ჟანრის ყველაზე პოპულარული და ცნობილი წარმომადგენელია. შესაბამისად, ჯგუფს, როგორც ჰედლაინერს, მუდმივად ეპატიჟებიან მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფესტივალებზე.

5 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი, რომელიც გამოსვლისთანავე Deutsche Alternative Chart-ში ლიდერობს. სწორედ ამ ალბომის მხარდასაჭერად ტარდება ტურნე, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი თბილისსაც ეწვევა.

Tbilisi Event Hall-ში გამართულ კონცერტზე იქნება განახლებული ლაინაფი. ნაცნობ და საყვარელ ჰიტებთან ერთად შესრულდება კომპოზიციები ახალი ალბომიდან.

ცნობილი გერმანული ბენდი DIARY OF DREAMS  საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის, სადაც მას  ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ქართველმა მსენელმა ჯგუფი პირველად„JAM! Fest 2015"-ზე გაიცნო და ძალიან თბილად მიიღო.

მუსიკალური პროექტი Diary of Dreams 1980-იან წლებში ვოკალისტმა და მულტიინსტრუმენტალისტმა ადრიან ჰეიტსმა შექმნა. Diary of Dreams - ჯგუფის სახელწოდება მან თავისი ერთ-ერთი ადრეული, კლასიკური გიტარის კომპოზიციიდან "Tagebuch der Träume" აიღო.

თავისი ბენდის შექმნამდე, ადრიან ჰეიტსი ჯგუფ  Garden of Delight-ის  ბას-გიტარისტი იყო. მას გამოშვებული აქვს 16 სტუდიური ალბომი, 12 სინგლი და  DVD. მუსიკას და ტექსტებს ჰეიტსი დამოუკიდებლად ქმნის. იგი დასავლეთ გერმანიაში კლასიკური მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში, ფორტეპიანოზე, გიტარისა და ვოკალის მიმართულებით  სწავლობდა. მისი ელექტრონული მუსიკით დაინტერესება Kraftwerk-მა გამოიწვია.

ადრიანის შემდეგ ჯგუფის ყველაზე სტაბილური წევრია Gaun:A, რომელიც ჯგუფს 2002 წელს შეუერთდა.

ღონისძიება: https://www.facebook.com/events/1210848245726760/

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/officialdiaryofdreams/

ვიდეო პრომო: https://www.youtube.com/watch?v=1LA_Ep4efD8&t=1s

"Tbilisi JAM! Fest 2015"-ის ვიდეო ჩანაწერი: https://www.youtube.com/watch?v=58yqawonxjo

ოფიციალური საიტი: http://www.diaryofdreams.de/

ბილეთების  შეძენა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში tkt.ge. https://tkt.ge/ka/event/diary-of-dreams-100961  ან ფილარმონიის სალაროებში. ბილეთის ფასი: 15-დან 30 ლარამდე.

ბილეთები ონლაინ: https://tkt.ge/ka/event/diary-of-dreams-100961

 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
DW - ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანში ჩავიდა
წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე 2 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics