20:39 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 21:57:32, 3676 ნახვა

სპეციალური ანონსი
8 დეკემბრის ანონსი

8 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა", რომელზეც მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ინდოეთის ელჩი საქართველოში, საქართველოს ელჩი ინდოეთში და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი. მის: ა. ფურცელაძის ქ. #1, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია 

8 დეკემბერს, 10:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო ,,ლაერტონში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში, კონფერენციას გამართავს. თემა: „კულტურული დიალოგი და ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესებში“.
მის.: ილიკო ქურხულის ქ. #14  საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599139914

8 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი ჩატარდება, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნის. მის.: რუსთაველის გამზ. #29, შესასვლელი თაბუკაშვილის ქუჩიდან.

8 დეკემბერს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის „სამეჯლისო დარბაზში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წარადგენს კულტურის სტრატეგია 2025-ის განხორციელების პირველი წლის ანგარიშს - „შემოქმედებითი საქართველო - მდგრადი განვითარებისთვის“.

8 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ VI ეროვნული ასამბლეა გაიმართება, რომლის მონაწილეებს მიმართავენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენმდივანი ანდრეას კიფერი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი და თბილისის მერი კახი კალაძე. მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი #1

8 დეკემბერს, 16:30 საათზე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, პროექტის „მე-ევროპელი“ ფარგლებში, საზოგადო მოღვაწისა და დიპლომატის, გელა ჩარკვიანის საჯარო ლექცია გაიმართება. თემა: „ცხოვრება ორ პოლიტიკურ სისტემაში“. მის.: შ. დადიანის ქ. #2/1
საკონტაქტო პირი მარიამ ჯაფარიძე - 555101040

8 დეკემბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო „რედისონის“ ახალ საკონფერენციო სივრცეში „რესპუბლიკა“ „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ფინალური ღონისძიება გაიმართება.
მის: ვარდების მოედანი #2




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანი-ბანი: მარტივი სახელმძღვანელო ახალბედა ტრეიდერებისთვის
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics