03:27 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 14:03:32, 2815 ნახვა

საზოგადოება
რა ვადებში მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა

2019 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ტექნიკურ ინსპექტირებას სრული ავტოპარკი გაივლის.

ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი: 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ,  ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად. (სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებისთვის (მიკროავტობუსები, ავტობუსები, ტაქსი) და ასევე სასწრაფო დახმარების ავტომობილებისთვის ტექნიკური დათვალიერება იქნება სავალდებულო ყოველ წელს, მიუხედავად მანქანის სიძველისა).

გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.

კერძოდ კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში ავტომობილის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი ანუ თვე არის მისი ავტომობილისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღი 2015 წლის აგვისტოა, ასეთმა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება უნდა გაიაროს ვადების თანახმად განსაზღვრული წლის აგვისტოს თვემდე. ამასთან, ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების წელი, უნდა განისაზღვროს მანქანის სიძველის მიხედვით და ათვლა უნდა დაიწყოს მისი გამოშვების წლიდან.

რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა.

უახლოეს პერიოდში დაიწყება ფართო საინფორმაციო კამპანია, რის შედეგადაც  ყველა დაინტერესებული ადამიანი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი და რა პერიოდში, რომელი კატეგორიის ავტომობილებს შეეხებათ.

ამოქმედდება ცხელი ხაზი - 1484. ცხელ ზაზზე ავტომობილების მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ თუ როდის უწევთ ტექნიკური ინსპექტირება, ასევე შეძლებენ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში ვიზიტების დაგეგმვას. გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო სასუალებების მქონე პირებისთვის გაკეთდება სპეციალური საიტიც.

ტექნიკური ინპექტირება მოპედებსა და მოტოციკლებს 2020 წლამდე არ შეეხება. 

 

ამავე თემაზე:

რომელი კატეგორიის ავტომობილებისთვის ამოქმედდება ტექნიკური ინსპექტირება 2018 წელს

რა ეღირება ტექნიკური ინსპექტირება და რა პროცედურის გავლა მოუწევთ ავტომფლობელებს

ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ, ავტომობილზე საჭის გადატანა აიკრძალება




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics