20:08 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 12:52:52, 3307 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რომ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა მხოლოდ თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე და  წყალტუბოს რაიონში  მოზარდის მკვლელობის ფაქტს არ გამოეხმაურა.

პრემიერმა ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო ასეთ ტრაგედიებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენს რეაგირებას:

„მინდა, გავაკეთო განმარტება. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ვისაუბრე  თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც 2 ახალგაზრდას სიცოხლე შეეწირა.  პარალელურად არ ვახსენე  წყალტუბოს რაიონში მომხდარი ტრაგედია.მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები. არმინდა, ამან გამოიწვიოს უკმაყოფილება და გულისწყრომა,  რაც სამართლიანი იქნება.  სადაც არ უნდა მოხდეს ასეთი ტრაგედია, ჩვენთვის არის  დიდი ტრაგედია. სახელმწიფო ასეთ ტრაგედიაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენს რეაგირებას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.
მიმდინარე წლის 2 დეკემბერს კი, წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში 17 წლის მოზარდი დაჭრეს.
ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics