16:46 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 11:22:00, 1748 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნინოწმინდაში მომხდარი ქურდობის კვალი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, სამი პირი: 1968 წელს დაბადებული  ე.მ., 1971 წელს დაბადებული რ.თ. და 1871 წელს დაბადებული  გ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ქალაქ ნინოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ბრალდებულებმა, რომლებიც შპს „დემირიოლ სერვიზში“ მუშაობდნენ, მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხაზიდან ამავე კომპანიის კუთვნილი რელსები მოიპარეს.

„სამართალდამცველებმა ნაქურდალი რელსები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“,-აცხადებენ შს სამინისტროში.

(NS) 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics