13:56 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 11:17:12, 2050 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: წელს ტურიზმიდან 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით

„ტურიზმის სექტორი ჩვენი ეკონომიკისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი. წელს ჩვენ ტურიზმიდან ქვეყანაში ველოდებით 2 მილიარდ შვიდას მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების "Welcome to Georgia!" ოფიციალურ ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის სექტორმა 180 ათასი ადამიანი დაასაქმა საქართველოში.

პირველი ვიცე-პრემიერი მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობისთვის და მიღწეული შედეგისთვის.

„დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არის მასტიმულირებელი კერძო სექტორისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თავად კერძო სექტორმა გამოავლინა საუკეთესოები თავის რიგებში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ტურიზმის განვითარების მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, საშუალოდ, ყოველწლიურად სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით 50 მილიონ ლარამდე ხარჯავს და ამაში არ ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას, რომელშიც ჩვენ ასევე მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„Welcome to Georgia!"  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია არის ერთადერთი ცერემონია ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიისთვის. ის 2015 წლიდან ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით. 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics