20:29 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 18:40:01, 1869 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების ალტერნატივები - „პაშა ბანკის“ მეოთხე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

სასტუმრო „რედისონში“ „პაშა ბანკმა“ პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მეოთხე ბიზნეს-კონფერენცია გამართა, რომელიც ამჯერად საქართველოში სოფლის მეურნეობის  პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პროცესებს  დაეთმო.

MEETING ROOM-ის შეხვედრამ  ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს უმასპინძლა. შეხვედრაზე აღნიშნული  სექტორის  განვითარებასთან დაკავშირებულ  ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა: საქართველოში აგრობიზნესის განვითარება, კაპიტალის მოზიდვის გზები, სადაზღვევო სისტემები ამ  სექტორისთვის.

ფორუმზე მიწვეული სპიკერები იყვნენ: სოფლის მეურნეობის  პროექტების მართვის  სააგანეტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია,  საქართველოს თანაინვესტირების ფონდის  ასოცირებული დირექტორი სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის მიმართულებით, ანი ქობალია, პაშა ბანკის ბიზნესის განვითარების  დეპარტამენტის უფროსი ზვიად ქაჯაია, „არომა პროდაქტის“  პარტნიორი და დირექტორი  ვლადიმერ გუგუშვილი.

ფორუმს მოდერატორობა გაუწია  Georgia Today Group-ის გენერალურმა დირექტორმა  გიორგი შარაშიძემ.

„დღეს ჩვენ კვლავ შევიკრიბეთ MEETING ROOM-ის ფარგლებში, სადაც ამჯერად განვიხილეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და  მისი დაფინანსების ალტერნატივები. პაშა ბანკი 2013 წლიდან  თანამშრომლობს   ეკონომიკის სხვადასხვა სექტორთან, რომელთა შორის განსაკუთრებული ინტერესის საგანს სოფლის მეურნეობის  დაფინანსება წარმოადგენს.  ვიმედოვნებთ,  რომ კონფერენცია ინფორმატული იყო აგრო-სექტორით დაინტერესებული  ინვესტორებისთვის. კომპანიებს შეეძლოთ, მოესმინათ, რა პირობებით ხდება  ასეთი  ტიპის პროექტების დაფინანსება,  რა წინაპირობები არსებობს.ასევე, საშუალება ჰქონდათ,  იმ კომპანიებისგან, რომლებსაც უკვე დაფინანსება მოზიდული აქვთ, მოესმინათ ინფორმაცია - რას მიაღწიეს, რას მოიცავს ეს პროცესი, რა  პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ გახდეს კვალიფიციური ამ ტიპის დაფინანსების მიმღები“,-განაცხადა  პაშა ბანკის  კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა გოგა ჯაფარიძემ.

სოფლის მეურნეობის  პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის  გიორგი ჯიბლაძის თქმით, პაშა ბანკის მიერ ორგანიზებული ბიზნეს-კონფერენციის მონაწილეებს იმ პროექტების შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

 მისივე განმარტებით, პაშა ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტშია ჩართული. გიორგი ჯიბლაძე დარწმუნებულია, პაშა ბანკი სოფლის მეურნეობის   დაფინანსების კუთხით, კიდევ უფრო გააქტიურდება:

„ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ პაშა ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.გავაცანით დამსწრე  საზოგადოებას იმ პროექტების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. პაშა ბანკი ჩართულია ერთ-ერთ პროექტში- ეს არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი.ასევე, ინფორმაცია მივაწოდეთ სხვა ყველა იმ პროექტის შესახებ, რომელსაც ვახორციელებთ.

ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს იმ მიმართულებით, რომ  დარწმუნებული ვარ, პაშა ბანკი კიდევ უფრო გააქტიურდება და უფრო აქტიურად მოახდენს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაკრედიტებას, დაფინანსებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის“,-აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ.

დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა „არომა პროდაქტის“  პარტნიორმა  და დირექტორმა  ვლადიმერ გუგუშვილმაც:

„ჩვენ გავაცანით ჩვენი საკუთარი გამოცდილება, ჩვენს მიერ განხორციელებული პრიექტების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, გამოცდილება გაიზიარონ იმ კომპანიებმა, რომლებიც აპირებენ  ნაბიჯის გადადგმას და დაინახონ,  რომ ნამდვილად არის იმისი შესაძლებლობები და წამახალისებელი წინაპირობა,  მათ თავიანთი პროექტების განხორციელება დაიწყონ“,-განაცხადა ვლადიმერ გუგუშვილმა.

MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული  ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი იდეებისა და სასარგებლო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას შეძლებენ.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics