19:17 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 17:57:19, 1719 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე ბოკერიას: პრემიერი არის იქ, სადაც მას საქმე აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შემდეგ საპარლამენტო სესიაზე, პრემიერ-მინისტრი გუნდთან ერთად პარლამენტის წინაშე წარსდგება და ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს.

თალაკვაძე გამოემხაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას შკითხვას - სად არის დღეს პრემიერ-მინისტრი.

თალაკვაძის თქმით, პრემიერი არის იქ, სადაც საქართველოს აქვს 5%-იანი ეკონომიკური განვითარება, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით წარმატებები, ბიუჯეტის თანმიმდევრულო ხარჯვა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციები, სადაც ქვეყანას სტაბილურობა და მშვიდობა აქვს:

„ბატონო გიგა, მინდა, გაგახაროთ და გითხრათ, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი შემდეგ საპარლამენტო სესიას პირადად, თავის გუნდთან ერთად დაესწრება, მიიღებს მონაწილეობას, შეკითხვები, პასუხები, დებატი, ეს ყველაფერი იქნება და ვნახოთ, რა შეკითხვები გექნებათ და რა პასუხებსაც მიიღებთ, მაგასაც შემდეგ სესიაზე დაინახავთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას-სად არის პრემიერ-მინისტრიო, პრემიერი არის იქ, სადაც მას აქვს კონკრეტული ამოცანები და საქმე და თქვენც კარგად იცით, პრემიერ-მინისტრის საქმე რა არის. პრემიერი არის იქ, სადაც საქართველოს აქვს 5%-იანი ეკონომიკური განვითარება, აქვს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით წარმატებები, სადაც საქართველოს აქვს ბიუჯეტის თანმიმდევრული ხარჯვა, სადაც საქართველოს აქვს მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციები, სადაც საქართველოს აქვს, რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს ზოგ-ზოგიერთებისთვის, ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა.აქ რომ უსაფრთხოების პოლიტიკაზე ლექციებს გვიკითხავთ, ბატონო სერგი, თქვენ როცა იყავით მმართველობაში, მაშინ არ იცოდით უსაფრთხოება როგორ უნდა ყოფილიყო კოორდინირებულ-გაანალიზებულ-დაცული? გქონდათ ეს უსაფრთხოება ჩვენ რომ გვასწავლით ჭკუას, გადახედეთ ერთი ბოლო 5 წელიწადს, საქართველო არის რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. თქვენი დოქტრინებით რა უსაფრთხოებაც გქონდათ დაცული, კარგად გვახსოვს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics