12:44 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 17:35:27, 1839 ნახვა

კომენტარი
უკრაინის გენპროკურორი სააკაშვილზე: თუ კაცია, დღეს განყოფილებაში გამოცხადდეს

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში მოსვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

"დღეს ღამით განვითარებული მოვლენები  აბსოლუტურად კანონიერია, იმიტომ რომ ბატონი სააკაშვილი გაქცევის მერე ძებნაშია გამოცხადებული. უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-მ უნდა დააკავონ. ეს კანონიერი და აუცილებელი ქმედებაა ნებისმიერ სახელმწიფოში", - განაცხადა ლუცენკომ.

ამასთან, ლუცენკოს თქმით, სპეცსამსახურებს შეეძლოთ, უფრო მკაცრად მოქცეულიყვნენ.

"ის 12 თანამშრომელი, რომლებსაც გუშინ სააკაშვილი დასაკითხად გადაჰყავდათ, ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები არიან. მათ კანონის მიხედვით ცეცხლის გახნის უფლებაც ჰქონდათ. სააკაშვილი მოტყუებული და კურჩენკოს ფულით ნაყიდი ხალხის ზურგს უკან მიმალვით პირად კომფორტზე ფიქრობს. სააკაშვილს დავაკავებთ და ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მან გააკეთოს, თუ კაცია, თუ უკრაინა ოდნავ მაინც უყვარს, დღეს გამოცხადდეს განყოფილებაში. ეს ერთადერთი გზაა, რომ უკრიანა არ განადგურდეს", - განაცხადა იური ლუცენკომ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics