22:06 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 16:49:15, 2005 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ექნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავრობის მიერ  წარმოდგენილ კანონპროექტს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ექნება.

მდინარაძის თქმით, უმრავლესობის შეჯერებული პოზიციაა, რომ სტრუქტურულ ცვლილებებს რიგი ფაქტორების გათვალისწინებით მხარს დაუჭერენ.

მდინარაძის განმარტებით, გარემოს დაცვის მიმართულებით, მთავრობის მხრიდან მყარი გარანტიებია მოცემული და საპარლამენტო კონტროლიც გაძლიერდება:

„გარემოს დაცვის მიმართულებით, მთავრობის მხრიდან მყარი გარანტიები დაიდო.მაგალითად, ერთ-ერთი გამოიხატება იმაში, რომ წინა წლის ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს შემდეგი წლის ბიუჯეტზე ნაკლები, ასევე ასიგნაციებთან დაკავშირებით მინიმუმ 5%-იანი ზრდა უნდა იყოს დაფინანსების თავლსაზრისით. გარემოს დაცვის კომიტეტი და ზოგადად პარლამენტი გააძლიერებს საპარლამენტო კონტროლს, რათა გარემოს დაცვის- ქვეყნისათვის  ერთ-ერთ უპირატეს ინტერესს არანაირი საფრთხე არ შეექმნას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საერთო ჯამში გამოვდივართ მყარი და ერთიანი პოზიციით, რომ წარმოდგენილ პაკეტს მხარი უნდა დავუჭიროთ, ეს არის უმრავლესობის საერთო აზრი. შეჯერებული. „ქართული ოცნების“  მხარდაჭერა ექნება  მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, რეფორმის პირველი ეტაპი მიმართული იქნება  მართვის ეფექტიანობის გაძლიერებაზე,  ხარჯების ოპტიმიზაცია  კი თანმდევი პროცესი იქნება.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელად განესაზღვრება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები არ ეთანხმებიან გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შერწყმას. მათ დღეს  კიდევ ერთხელ სთხოვეს მომხსენებელს, მთავრობამ გადაწყვეტილებას გადახედოს და გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად დატოვონ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics