22:09 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 15:49:28, 2065 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: შემოთავაზებული ვერსიის შეცვლა ჩვენი სისუსტე კი არა, დემოკრატიული მიდგომაა

„ვიღაცას თუ ჰგონია, რომ  შემოთავაზებული ვერსიის  შეცვლა, ჩვენი სისუსტეა, მიმაჩნია, რომ ეს არის დემორკატიული მიდგომა“,-ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მთავრობის მიერ სხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან  საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერთების  შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევასა და ამ თემის ირგვლივ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ  კრიტიკას.

სესიაშვილის განმარტებით, დემოკრატიული კამათისა და მსჯელობის ფარგლებში შეჯერდნენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს   საგარეო დაზვერვის სამსახური აღარ მიუერთდება.

 „რაც შეეხება დაზვერვას, ვიღაცას თუ ჰგონია, რომ თუკი შემოთავაზებული ვერსია შეიცვალა ეს არის ჩვენი სისუსტე, მიმაჩნია, რომ ამ პროცესმა  დაგვანახა, რომ ეს არის დემორკატიული მიდგომა და გადაწყვეტილება, რომ სწორედ კამათის, დმეოკრატიული კამათისა და მსჯელობის ფარგლებში ჩვენ შევჯერდით“,-განაცხადა  სესიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან   საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერთება მთავრობაში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების ნაწილი იყო.  პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელეთა ნაწილი  მიიჩნევდა, რომ  გაერთიანება ძალაუფლების ცენტრალიზაციასა და  ფუნქციონალურ დისბალანს გამოიწვევდა.

მათი შეფასებით, დაზვერვის სამსახურის გაუქმება და ამ ფუნქციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა პრობლემურია. ასევე გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ შინაარსობრივად  საუაბრი იყო ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის (საგანგებო დავალების ოფიცრის ჩანერგვა ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში ისე, რომ ის ხდება ამ დაწესებულების ოფიციალური თანამშრომელი) სრულფასოვან აღდგენაზე.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics