15:01 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 10:23:18, 2039 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ე. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა მან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 10 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ 996 აბი მიჰყიდა, რომლის საერთო წონა, ექსპერტიზის დასკვნით, 50,2697 გრამია.

პოლიციამ ფული და დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით).

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამაცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
დუმის სპიკერი ვოლოდინი - კანონის მიღებამ შესაძლოა ვაშინგტონის და ბრიუსელის გეგმები, საქართველოში ხელისუფლების დამხობაზე ჩაშალოს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics