17:22 - 19 Jan, 2018
2017-12-05 13:52:31, 436 ნახვა
„Flydubai” ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულიდან დაიწყებს

ავიაკომპანია "Flydubai" ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს.

მათივე ცნობით, ავიაკომპანია “Flydubai” 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების  ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ პირდაპირი ფრენის მოთხოვნამ განაპირობა.

თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც “Flydubai” იფრენს. 

(NS) 



სოციალური ქსელები
კომენტარები



პატრიარქი მრევლს: დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთხ წყალს
მიხეილ სააკაშვილს მალდივის კუნძულებზე დასვენებას კიევის ციხეში ჯდომა ურჩევნია
„ევროპული საქართველო“ „რუსთავი2“-ს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს-ნიკა გვარამიას პასუხი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics