21:06 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 10:01:25, 1941 ნახვა

სამართალი
შსს-მ ოჯახური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული მ.ა., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა,  ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - 1951 წელს დაბადებულ ლ.ჭ.-ს, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

„ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.

დაკავებული ჩადენილს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) „-აცხადებენ სამინისტროში. 

(NS) 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics