16:22 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 21:38:53, 2387 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანი, რომელიც დღეს გამოძიებას ჩაბარდა, დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს

არასრულწლოვანის  მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც დღეს პოლიციას ჩაბარდა, დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს და ამბობს, რომ გარდაცვლილს მან  მხოლოდ ერთი ჭრილობა მიაყენა.  ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ამბობს, რომ ჰქონდა დანა, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოიყენა. თუ დავუჯერებთ მის ჩვენებას, სხვა დაზიანებები მოგვიანებით სხვა პირებმა მიაყენს დაზარალებულს. მნიშვნელოვანია, თუ რას იტყვის ექსპერტიზის დასკვნა. ჩემი ვარაუდით, ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი პირის მიერ.მე არ ვაპირებ, ხელი დავაფარო ბრალდებულს, თუ მას სრულად დაუდასტურდა ბრალდება.თუ დადგინდა, რომ ის ჭრილობები სულ სხვა პირებმა მიაყენეს, მოვითხოვთ იმ პირების პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც  მიაყენეს ჭრილობები.

დაზარალებულის  ოჯახი იმსახურებს, იცოდეს სიმართლე. არ მსურს, ერთ პიროვნებას შევაწმინდოთ ხელი, თუ მას არ დაუდასტურდა  ყველა იმ ჭრილობის მიყენება, რომელსაც მას ედავებიან“,-განაცხად ადვოკატმა.

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics