16:12 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 18:37:48, 1506 ნახვა

სხვადასხვა
Facebook-ის პოსტი ცილისწამებისთვის სარჩელის მიზეზად იქცა

Facebook-ის კონკრეტულმა მომხმარებელმა თავის გვერდზე ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის და მისი ოჯახის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც დეპუტატის ადვოკატი განმარტავს, ამ პოსტით საჯარო სივრცეში არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა და ამით დეპუტატის და მისი ოჯახის პატივი და ღირსება შეილახა.

კერძოდ, წილოსანი თავისი Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და  ტრაგედია უწოდა იმ ფაქტს, რომ მოწმეები ხელს აფარებენ მკვლელობაში დამნაშავეებს.
Facebook-მომხმარებელმა შ.მ.-მ კი წილოსანის აღნიშნული კომენტარი თავის Facebook-გვერდზე გააზიარა და სტატუსი დაურთო, სადაც წილოსანს მიმართა: „შენმა ძმამ ანალოგიურად დააფარა ხელი და არ ამხილა მკვლელი...“

ადვოკატის თქმით, ამ პირმა, რომელსაც იმ ორი წლის წინანდელი საქმის ვითარებაზე წარმოდგენა არ აქვს, ნინო წილოსანის თხოვნის მიუხედავად, თავისი გვერდიდან არ წაშალა ცილისმწამებლური პოსტი და ეს გააკეთა მოგვიანებით, როგორც ჩანს, სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით, თუმცა პოსტის ნახვა ბევრმა ადამიანმა მოასწრო.

„როგორც საჯარო პირი, ნინო წილოსანი ვალდებულად მიიჩნევს თავს, უპასუხოდ არ დატოვოს ფაქტი, რომელმაც როგორც მისი ოჯახის, ასევე მისი პიროვნული რეპუტაცია დარტყმის ქვეშ დააყენა,“ - აცხადებს წილოსანის ადვოკატი.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პირის მიმართ სარჩელს სასამართლოში ხვალ შეიტანენ.

საჯარო პირის ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას აწესებს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლი.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics