2017-12-04 14:36:25, 9758 ნახვა
კულტურა
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება
დღეს, 16:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნის ღონისძიება გაიმართება. მერიის ინფორმაციით, სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლიდან მიმდინარეობდა. საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია. რეექსპოზიციის პროექტის მიზანია კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური მეთოდებით ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისად და მიმზიდველი აქციოს დამთვალიერებლისათვის. XIX საუკუნის მემორიალური შენობა თბილისის ერთ-ერთ ძველ კოლორიტულ კალა-უბანში, ისტორიული ძეგლებითა და მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით გამორჩეული მნიშვნელოვანი ადგილია. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ UNESCO ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. ავტორი: , კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 060-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|