00:24 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 15:59:05, 1074 ნახვა

ეკონომიკა
რამაზ გერლიანი: საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარი ოლიგოპოლიურია

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტის რამაზ გერლიანის შეფასებით, საქართველოში საწვავის ფასი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარების ადეკვატური არაა.
ამის შესახებ გერლიანმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ბოლო კვირების განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურება და ნავთობის გაძვირება საწვავის ფასზე გავლენას ახდენს, თუმცა ადგილობრივი ნავთობიმპორტიორი კომპანიები მაინც მოგების მაღალი მარჟით ოპერირებენ. გერლიანის განცხადებით, საქართველოში ეს ბაზარი ოლიგოპოლიურია.
„შესაძლოა, ლარის კურსი თანაბარ პირობებში გავლენას ახდენს საწვავის ფასზე. მაგრამ ჩვენ გვახსოვს, როდესაც ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს ზემოთ იყო, როგორ მოიმატა საქართველოში საწვავის ფასმა. თუმცა კლების შემთხვევაში ნავთობის ფასის შესაბამისად არ იკლებს ფასები. ამბობენ, რომ ძვირად ნაყიდი მარაგები აქვთ და სწრაფად ვერ შეამცირებენ ფასს. ეს, რეალურად, სპეკულაციაა. სფერო არაკონკურენტულია, ოლიგოპოლიურია, კომპანიები ერთმანეთთან გარიგებული არიან და არარეალურად მაღალი ფასია საწვავზე. კონკურენციის შემთხვევაში, ფასი გაცილებით დაბალი იქნებოდა“, - განაცხადა რამაზ  გერლიანმა.   
მისივე თქმით, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად მცირდება, ადგილობრივი კომპანიები იძულებულნი არიან, საწვავი გააიაფონ. თუმცა ამ შემთხვევაში ხშირად არაკეთილსინდისიერად იქცევიან. გერლიანის განცხადებითვე, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული საწვავი ევროპულს ხარისხით მკვეთრად ჩამოუვარდება.
„გახშირდა მოქალაქეების ჩივილი იმის შესახებ, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე ჩასხმული საწვავის რაოდენობაში იტყუებიან. ეს თავად კომპანიების დონეზე ხდება თუ ცალკეული სადგურების, არ ვიცი. თუმცა პროტესტი ამასთან დაკავშირებით არის. ასე რომ, როდესაც გაიაფებაზეა საუბარი, საკითხავია მართლა ამცირებენ ფასს, თუ რაღაც სხვა მექანიზმით იღებენ ფულს. ამასთან, ჩვენთან შემოსული საწვავი არ შეეესაბამება ევროპულ სტანდარტს, ფასი კი ევროპის დონესთანაა მიახლოებული. რეალურად იმ ხარისხს არ ვიღებთ, რასაც ვიხდით მასში“, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.
მისივე შეფასებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა მართებულია, თუმცა ის ფაქტი, რომ ეს პროცესი ძალიან გაიწელა, შესაძლოა, კონკრეტული ინტერესების არსებობაზე მიუთითებდეს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გააძვირეს. გუშინ კი ზოგიერთ ქსელში ფასები კიდევ 5 თეთრით გაიზარდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics