08:39 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 16:06:41, 2192 ნახვა

სამართალი
ბინა, რომელშიც სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, ფაქტობრივად განადგურებულია

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სროლის და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.

ბინაზე, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები არიან გამაგრებული, სპეცდანიშნულების რაზმმა კიდევ ერთი იერიში მიიტანა. სავარაუდოდ, საპასუხო ცეცხლი პოლიციის მიმართულებით თავად ეჭვმიტანილებმაც გახსნეს.

შტურმის შედეგად ბინა ფაქტობრივად განადგურებულია. გარდა ამისა, სროლის შედეგად ხანძარი გაჩნდა აივანზე.

ადგილზე სპეცრაზმთან ერთად ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანაყოფებია მობილიზებული. სპეცოპერაციაში ჩართულია ასევე ჯავშანმანქანები.

პერიმეტრს საპატრულო პოლიცია სრულად აკონტროლებს.

ადგილზე ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და სახანძრო სამაშველო ბრიგადები.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics