05:29 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 12:05:24, 1883 ნახვა

სამართალი
სპეცოპერაციის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, კორპუსებიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

მოქალაქეები ტერიტორიას სპეცრაზმის და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ ტოვებენ.

კორპუსიდან, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებიან, მოსახლეობა სამართალდამცველებმა გვიან ღამით, სპეცოპერაციის დაწყებისთანავე გამოიყვანეს. ამ დროისთვის კი, ტერიტორიიდან მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებიც გამოდიან.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 16 საათზე მეტია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველებს და ეჭვმიტანილ პირებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ისმოდა სროლის და აფეთქებების ხმა. ამასთან, იმ კორპუსის მესამე და მეოთხე სართულზე, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებიან ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხნის წინ სპეცოპერაციის ადგილზე ჯავშანტექნიკაც შეიყვანეს. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics