17:22 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 22:10:39, 2135 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ვიცე მერი Q-Net-ის ბანერზე: მერიის სამსახურებს ნებართვა არ გაუციათ

 „მერიის სამსახურებს ამაზე ნებართვა არ გაუციათ, ზოგადად ასეთ  ნებართვებს არ გავცემთ“,-ასე გამოეხმაურა თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე ყაზბეგის  ქუჩაზე, დელისის მიმდებარედ, კომპანია Q-Net-ის ბანერზე  განთავსებულ საქართველოს რუკას, სადაც   ქვეყნის ტერიტორია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეა გამოსახული.

 როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერია ნებართვას მხოლოდ კონსტრუქციის დადგმაზე გასცემს.

ის განმარტავს, რომ  შინაარსი და რეკლამა არ არის მერიის კომპეტენცია.

"მერიას ამ კონკრეტული რეკლამის ნებართვა არ გაუცია. არ გაუცია ასევე მერიას  დაქვემდებარებულ არცერთ უწყებას. მერიის დაქვემდებარებული უწყებები, როგორიცაა ქონების სააგენტო და არქიტექტურა, გასცემენ ნებართვას და იძლევიან იჯარით მიწის ნაკვეთს, რომ ზედ დადგეს კონსტრუქცია. რეკლამის კონტენტს და შინაარსს მერიის სტრუქტურები არ ითანხმებენ.  მერიის სამასახურებს ამაზე ნებართვა არ გაუციათ, ზოგადად არ გავცემთ ასეთ ნებართვებს. ჩვენ ვაძლევთ უბრალოდ ნებართვას კონსტუქციის დადგმაზე, ჩვენს კუთვნილ ნაკვეთთან დაკავშირებით , შინაარსი რეკლამის  ეს არ არის მერიის კომპეტენცია. ზოგადად რეკლამის შინაარსს გაკვეული შეზღუდვები აქვს -რეკლამის შესახებ კანონის თანახმად ის არ უნდა გავდეს საგზაო ნიშანს, არ უნდა იდგეს ისე, რომ ხილვადობას აქვეითებდეს საგზაო ნიშნის მიმართ, არ უნდა უშლიდეს ტრანსპორტის გადაადგილებას და ასევე შინაარსთან დაკაშირებით ერთი მოთხოვნა დევს, რომ ქართულ ენაზე უნდა იყოს აუცილებლად წარწერები გაკეთებული",-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics