13:17 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 19:11:11, 1977 ნახვა

სამართალი
თემქაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი გოგონა დაიღუპა

თემქაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი მამაკაცი, ორი კი არასრულწლოვანი გოგონა იყო.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გოგონების გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. რაც შეეხება მამაკაცს, მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის, მე-7 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია).

შემთხვევა დღეს დილით თემქის მე-11 მიკრორაიონში მოხდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics