05:15 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 18:36:26, 2574 ნახვა

საზოგადოება
თბილისში Q-Net-ის ბანერია განთავსებული, სადაც საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა გამოსახული

ყაზბეგის ქუჩაზე, დელისის მიმდებარედ, კომპანია Q-Net-ის ბანერია განთავსებული, სადაც საქართველოს რუკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეა გამოსახული.

შესაბამის ფოტოს მოქალაქე ოთო ტაბატაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"Q-Net-ის შესახებ არაფერი მსმენია, შესაძლოა კარგი კომპანიაც იყოს, მაგრამ სარეკლამო ბანერი, რომელიც ყაზბეგზე (დელისის მიმდებარედ) გამოფინეს, საქართველოს რუკაზე აფხაზეთის დატანა გამორჩათ, ალბათ ფაციფუცში.  თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე რომ ამას დაკიდებ და კითხვაც არავის გაუჩნდება - სიდებილისა და სიჩლუნგისკენ წასული მგონია უკვე ჩვენი მოქალაქეობრივ-ეროვნული შეგნება. საცოდავები ანუ დაგვერხა", - წერს ოთო ტაბატაძე. 

აღნიშნულ საკითხზე "ექსპრენიუსმა" Qnet-თან დაკავშირება სცადა, თუმცა კოპმანიაში ზარებს არ უპასუხეს. 

ცნობისთვის, კომპანია QNET-ი 1998 წელს ჰონკონგში დაარსდა და ის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საქმიანობდა, თუმცა ორგანიზაციას საქმიანობა ეტაპობრივად მრავალმა ქვეყანამ სცნო თაღლითურად და საქმიანობა აუკრძალეს. ჩვენ რეგიონში კომპანია QNET-ი აქტიურად ოპერირებს უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში, თუმცა აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთში უკვე ასობით საჩივარია შესული ამ კომპანიის წინააღმდეგ და დავები სასამართლოში მიმდინარეობს. კომპანია საქართველოში 4 წლის წინ შემოვიდა და დღემდე აქტიურად ცდილობს სქემაში მოქალაქეების ჩაბმას.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics