02:58 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 17:14:53, 2289 ნახვა

ეკონომიკა
ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიამ“ საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებს უმასპინძლა

ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიამ“  საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებს უმასპინძლა.

„ზედაზენის“ თანამშრომლებმა მოზარდებს ქარხანა დაათვალიერებინეს და ლიმონათის ჩამოსხმის პროცესები  გააცნეს.  კომპანიამ სტუმრებს გრანდიოზული შოუ მოუწყო.  კონკურსანტებს მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყნიდან, საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ექსპერიმენტარიუმის დაუვიწყარ შოუ პროგრამას,  საბავშვო ანსაბლ გვირილას რეპერტუარს. ასევე მოესმინათ ბზიკების სტუდიის  აღსაზრდელების მიერ  შესრულებული რამდენიმე  სიმღერა  ევროვიზიის  პროგრამიდან.

„საქართველოში პირველად ვიმყოფები, მოხიბლული ვარ გარემოთი და ხალხით, მომწონს ხალხთან ურთიერთობა. კონკურსზე შევასრულებ სიმღერას, რომელიც არის ძალიან პოზიტიური და მხიარული“, - განაცხადა საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტმა  ჯანლეკა ჩილიამ.

„მე შემიყვარდა ეს ქვეყანა. საქართველო არის ლამაზი და მზიანი. ჩემი სიმღერა არის მეგობრობაზე, ურთიერთგაგებაზე. ვფიქრობ დიდი გამოცდილება იქნება ეს კონკურსი ჩემთვის“, - საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტი  ალისია რეგა

„იმედი გვაქვს რომ, ჩვენი   სტუმრები შთაბეჭდილებებით წავლენ კომპანიიდან. საბავშვო ევროვიზია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებას ზედაზენიც უერთდება“, - განაცხადა  ს.ს. ,,ქარული ლუდის კომპანიის’’ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ საბავშო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენლი მიიღებს.

ფოტო რეპორტაჟი

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics