05:32 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 16:47:03, 1546 ნახვა

სამართალი
პროკურორის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების პატიმრები მორგში გარდაცვლილებთან ერთად იმყოფებოდნენ

პროკურორი ზვიად გუბელაძე გლდანის N8 დაწესებულებისა და რუსთავის N6 დაწესებულების პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დეტალურად საუბრობს.

როგორც გუბელაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების მსჯავრდებულებისა და პატიმრების მიერ მიწოდებული  ინფორმაციის თანახმად, ისინი იმყოფებოდნენ მორგში გარდაცვლილებთან ერთად, შეზღუდული ჰქონდათ დასვენებისა და ძილის, სამედიცინო მომსახურების, მიმოწერის, გასეირნების უფლება  და სხვადასხვა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ.

მისივე განმარტებით, #6 დაწესებულების პატიმრებს ართმევდნენ  ჰიგიენურ საშუალებებს, მათ შორის თეთრეულს, კბილის ჯაგრისს, კბილის პასტას, ტანსაცმელს და სრულიად შიშველ მდგომარეობაში კარცერებში, სამარტოო საკნებში ათავსებდნენ.

გუბელაძის თქმით, ამ ყველაფერის მთავარი მიზანი მსჯავრდებულების დაშინება და მათი უსიტყვო მორჩილებაში ყოლა იყო:

„#8 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულების და პატიმრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისინი იმყოფებოდნენ მორგში გარდაცვლილებთან ერთად და ეს ყველაფერი ხდებოდა იმისთვის, რათა დაეშინებინათ მსჯავრდებულები, მორალურად გაენადგურებინათ ისინი და ჰყოლოდათ უსიტყვო მორჩილებაში. რაც  შეეხება #6 დაწესებულებას, 2012 წლამდე პერიოდში აქაც სისტემური ხასიათი ჰქონდა მსჯავრდებულებისა და პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. კერძოდ, სხვადასხვა ჰიგიენურ საშუალებებს, მათ შორის თეთრეულს, კბილის ჯაგრისს, კბილის პასტას, ტანსაცმელს ჩამოართმევდნენ პატიმრებს და სრულიად შიშველ მდგომარეობაში ათავსებდნენ მათ კარცერებში, სამარტოო საკნებში“,-აღნიშნა ზვიად გუბელაძემ და დასძინა, რომ  არაადამიანური  მოპყრობა განურჩევლად ყველა მსჯავრდებულისა და პატიმრის მიმართ ხორციელდებოდა.

 „არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელი დანაშაულისთვის იმყოფებოდა პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“,-განმარტა ზვიად გუბელაძემ.

კითხვაზე-რატომ დასჭირდა ასეთი ხანგრძლივი დრო  გამოძიებას, გუბელაძემ უპასუხა, რომ 2012  წლამდე 800-მდე  მსჯავრდებული პირია დაკითხული და  საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ინტენსიურად მიმდინარეობს:

„მას შემდეგ, რაც მოპოვებული იქნება მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც მოგვცემს საშუალებას, გამოვკვეთოთ,  თუ ვინ ჩაიდინა არაადამიანური მოპყრობა, მოხდება შესაბამისი რეაგირება.

72 პირია სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი დაკავებული, მათ შორის 8 სასჯელაღსრულების დაწეებულების დირექტორი და 7 მოადგილე პასუხისგებაშია მიცემული. გასამართლებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი დირექტორი დავით ჭაკუა და მისი მოადგილე გაგა მკურნალიძე. დღეის მდგომარეობითაც მიმდინარეობს განხილვა და დავით ჭაკუას პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტების  ორგანიზებას ედავება პროკურატურა“,-განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები ლ.ბ. და დ.ხ., დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აყენებდნენ ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.

პროკურატურა ამ მიმართულებით გამოძიებას აგრძელებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics