01:47 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 16:38:18, 1529 ნახვა

კომენტარი
კალაძე: თუ მიწისქვეშა გადასასვლელის იჯარით გაცემა მოხდება, მისი მოვლა-პატრონობა ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული

„ვიდეოკამარები, რომლებიც თბილისში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვერებში იქნება ჩართული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მისი მერობის პირობებში მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისება ან იჯარით გაცემა მოხდება, მისი მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული.

„ჩემი მერობის პირობებში, თუ მიწისქვეშა გადასასვლელის გასხვისება, იჯარით გადაცემა მოხდება, ეს ყველაფერი ხელშეკრულებაში ჩაიდება და მისი მოვლა-პატრონობა, მოწესრიგება აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. იგივე თუნდაც განათება, სისუფთავე და კამერების დამონტაჟება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში პირველი პროექტი განხორციელდება, სადაც ანტივანდალური კამერები განთავსდება, რათა მოქალაქეებმა ღამის სანათები არ დააზიანონ და ტერიტორია არ დააბინძურონ.

„ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობას, დასუფთავებას, მოპირკეთებას ვაპირებთ, რათა გადაადგილებით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს. არ გვინდა, რომ ცენტრალურ ქუჩებში მოქალაქეები გადადიოდნენ იქ, სადაც საშიშროება არსებობს, რის გამოც, ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება და სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იღუპება.  ინდივიდუალურად გვექნება მოიჯარეებთან გასაუბრება. მიხარია, რომ ისინი გვერდში გვიდგანან და იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. რაც შეეხება კამერებს, შსს-ს სერვერებში იქნება ჩართული, ინდივიდუალურად გავივლით ყველა მესაკუთრესთან აღნიშნულ საკითხს და გადაწყდება, თუ ვინ უნდა აიღოს მისი ხარჯები საკუთარ თავზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics