20:45 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 15:46:17, 1561 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია

„ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, ანტისარაკეტო კომპლექსების საქართველოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა,  აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

"ეს ძალიან დადებითი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ამერიკის მთავრობამ გადადგა. შეგახსენებთ, რომ ეს პროცესი 2011 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. ეს ანტისატანკო კომპონენტი იყო თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. სამწუხაროა, რომ ჩვენს დღევანდელ მთავრობას არ აქვს ხედვა ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ. ეს არის გამოწვევა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის Javelin-ის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics