02:00 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 14:31:36, 1790 ნახვა

კომენტარი
ჩიქოვანი: Javelin-ის სარაკეტო კომპლექსი თავდაცვისთვისაა განკუთვნილი და ვერც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ ვერ გამოიყენება

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებისთვის მხარის დაჭერას გამოეხმაურა.

მინისტრის მოადგილის თქმით,  ეს არის იმის აღიარება, რომ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები სწორად მიმდინარეობს.

„ეს ფაქტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს. ამასთან  ცალსახად ეს არის ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში  მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულების სისწორისა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი რამ, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები  ატარებს  თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და  ვერ გამოიყენება ვერც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, ამერიკა საქართველოს სარაკეტო კომპლექს Javelin-ს გადასცემს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics