10:55 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 12:33:14, 2495 ნახვა

კომენტარი
რამზან კადიროვი: კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და სტალინის ნეშტი საქართველოს გადავცეთ

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, კრემლის კედელთან დასაფლავებული იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა გადაიტანონ, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

როგორც კადიროვმა განმარტა, იოსებ სტალინი ქართველი იყო და თავის სამშობლოში უნდა დაიკრძალოს.

„რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ, რათა სამშობლოში დაასაფლავონ. საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა იყო, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ამიტომ, მგონია, რომ ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა დაასაფლავოს სტალინი, ხოლო რუსეთის მილიონობით მცხოვრები თავისუფლად ამოისუნთქავს, როდესაც გაიგებს, რომ სტალინის სულმა რუსეთი დატოვა", - აღნიშნა კადიროვმა. 

ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსი 1953 წლის 5 მარტს ინსულტით გარდაიცვალა. 9 მარტს მისი ნეშთი ლენინის გვერდით მავზოლეუმში დაასვენეს. 1961 წლის 31 ოქტომბერს სტალინის ცხედარი მავზოლეუმიდან გამოასვენეს და კრემლის კედელთან დაკრძალეს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლ დენი - ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს
რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა [ვიდეო]
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics