17:29 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 11:45:24, 1881 ნახვა

ეკონომიკა
„shop.tegetamotors“ - „თეგეტა“ მომხმარებელს ახალ ონლაინ კატალოგს სთავაზობს

„თეგეტამ“ მრავალფუნქციური პორტალი „shop.tegetamotors“  შეიმუშავა, რომელიც პრაქტიკული პლატფორმაა მომხმარებლისთვის და წარმოადგენს ავტოსათადარიგო ნაწილების ონლაინ კატალოგს.

დღეისათვის კატალოგში წარმოდგენილია  საბურავების და აკუმულატორების სრული ასორტიმენტი.

ონლაინ კატალოგის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი პროდუქტი, მოიძიოს რომელ ფილიალში და რა ფასადაა მისი შეძენა შესაძლებელი. კატალოგის ნახვა შესაძლებელია მისამართზე shop.tegetamotors.ge მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. „თეგეტა ქარდის“ მფლობელები კი პროდუქციის ფასს მათი ბარათის შესაბამისი ფასდაკლებით იხილავენ.

უახლოეს მომავალში საიტზე იგეგმება „თეგეტას“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი  სრული პროდუქციის განთავსება, როგორც ავტო სათადარიგო ნაწილების, ასევე საავტომობილო აქსესუარების მიმართულებით.

„თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება
პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე „ოცნების“ ათწლიანი პროგრესის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა მიღწევას გვახსენებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics