02:36 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 10:45:30, 1732 ნახვა

კომენტარი
სერგო რატიანი: ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად არაფერი გააკეთა

,,ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად არაფერი გააკეთა’’ ,-ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეს.

„საგარეო უწყება არ იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ მათი მოვალეობაა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

 

საქართველოს საელჩომ უკრაინაში 3 დღიანი დუმილის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩომ   მიმდინარე წლის 17 ნოემბერს,  უკრაინიდანსაქართველოს რვა მოქალაქის სამშობლოში იძულების წესით დაბრუნების თაობაზეინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებელი კომუნიკაცია დაამყარა და მოცემულიმომენტისათვის აგრძელებს პერმანენტულ კავშირს, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთასამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან.

 

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებულიინფორმაციის თანახმად, ხსენებული მოქალაქეები, - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით  იქნენდაბრუნებულნი საქართველოში, - საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინისეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს. აღნიშნულით ხსნისუკრაინული მხარე დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას.

საელჩო აგრძელებს უკრაინულ მხარესთან ინტენსიურ კომუნიკაციას და მოელის, რომსაქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მაქსიმალურად იქნებადაცული ყველა სამართლებრივი ნორმა და საქართველოს მოქალაქეების უფლებები“,-აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics