23:36 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-18 14:47:39, 2655 ნახვა

სამართალი
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის ვებგვერდზეა განთავსებული.

სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიციამ Audi-ს მარკის საეჭვო ავტომობილი შენიშნა და მძღოლს გაჩერება მოსთხოვა.

არსებული ცნობით, 31 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია ქალაქ ბამბერგში აიყვანეს. მამაკაცი თავს ტურისტად ასაღებდა. მძღოლმა პოლიციას მართვის მოწმობა ვერ წარუდგინა და ძალიან ნერვიულობდა. მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ 1 200 ევროს ღირებულების მოპარული პარფიუმერია და 350 ევროდ შეფასებული ქურთუკი ამოიღო.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ დაკავებული მამაკაცი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამჟამად ის საპატიმროშია გადაყვანილი და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics