04:42 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-18 13:40:18, 2542 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი კატალონიის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი რეგიონში 21 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ DW იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონი რეგიონალურ არჩევნებში კენჭს პარტია "ერთად კატალონიისთვის" სახელით იყრის. ის პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება.

გარდა ამისა, არჩევნებში გენერალიტეტის 13 ყოფილი წევრიც მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უკვე დაკავებული წევრები არიან.

მედიის ცნობით, ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ ვინ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ყოფილი წევრების ოპონენტები იქნებიან ის პოლიტიკოსები ვინც კატალონიის დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან.

ცნობისთვის, კატალონიაში რეგიონალური არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება. მათი დანიშნვის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა და რეგიონს ავტონომია ჩამოართვა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics