04:13 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-18 13:29:58, 2242 ნახვა

ეკონომიკა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ერთ-ერთი სპიკერი ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციან ქემინგი იქნება

8 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების“ ერთ-ერთი სპიკერი ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციან ქემინგი იქნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ციან ქემინგმა პროფესიული საქმიანობა 1987 წელს დაიწყო და შეუერთდა ჩინეთის დემოკრატიულ ლიგას.

იგი ფლობს აგრონომის ბაკალავრის ხარისხს ანჰუის სოფლის მეურნეობის კოლეჯიდან, გენეტიკისა და მეცხოველეობის მაგისტრის ხარისხსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან.

ქემინგი წარმატებით მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის თანაშემწედ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების კორპორაციის გენერალურ მენეჯერად, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამრეწველო განვითარების ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილედ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და განვითარების ინსტიტუტის დოქტორანტურის საფეხურის გენერალურ დირექტორად და ზედამხედველად.

2005 წელს იგი დაინიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის ხელშეწყობის ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

2008 წლის სექტემბერში ციან ქემინგი გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზრის განვითარებისა და ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი  და შემდგომში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების დაგეგმვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი (ასევე ეროვნული სასოფლო-სამეურნეო რესურსების დაგეგმვის ოფისის დირექტორი).

2013 წლის დეკემბერში გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი ეკონომისტი, ხოლო  2015 წლის აპრილში დაინიშნა ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ.

ქემინგი იყო ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე -11 და მე -12 ეროვნული კომიტეტის მუდმივმოქმედი წევრი და ჩინეთის დემოკრატიული ლიგის ცენტრალური კომიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი.

http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/trade-facilitation-along-belt-and-road-initiative/208-qian-keming

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics