23:38 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 15:47:05, 2117 ნახვა

მსოფლიო
კობახიძე: ტერმინი „ხმოსანი“ ქილიკის საგანი გახდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ტერმინის შეცვლის შესახებ

„ტერმინი „ხმოსანი“  ქილიკის საგანი გახდა, შესაბამისად მივიღეთ ტერმინის ჩანაცვლების  გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო  ცვლილებების პროექტის მორიგ განხილვაზე განაცხადა.

კობახიძემ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძირითად ნაწილში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე  კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა შემოღებული იქნება 2014 წელს. აქედან გამომდინარე მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევის  პირდაპირი არჩევნები  ჩატარდება და ის  აირჩევა პირდაპირი წესით მიუხედავად იმ ცვლილებისა, რომელიც არის ასახული კონსტიტუციის ახალი   რედაქციის ძირითად ნაწილში. რაც შეეხება ახალ რედაქციას, პრეზიდენტი აირჩევა  300 ხმოსნის მიერ.  ტერმინი -„ხმოსანი“ ქილიკის საგანი გახდა, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი არის ძირძველი ქართული წარმოშობის, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავანაცვლოთ და მის ნაცვლად ჩაიწეროს „საარჩევნო კოლეგიის წევრი“. მთლიანობაში კოლეგიაში არის წარმოდგენილი 300  წევრი, აქედან 150  არის პარლამენტის წევრი, დაახლოებით 50 არის აჭარის უმაღლესი საბჭოს   და აფხაზეთის   ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს წევრები. კოლეგიის დანარჩენი წევრები    პოლიტიკური პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგის შესაბამისად დასახელდებიან. ასეთი სახით ჩამოყალიბდება კოლეგია.  კოლეგია პირველ ტურში გადაწყვეტილებას მიიღებს  ორი მესამედის კვორუმით, ანუ არჩეულად  ის  კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს  დაუჭერს კოლეგიის წევრთა  ორი მესამედი მაინც. თუ ასეთი მხარდაჭერა არ იქნება სახეზე, შემდეგ ტარდება მეორე ტური, მეორე ტურში უკვე დგინდება გამარჯვებული ფარდობითი უმრავლესობის წესის შესაბამისად.  ჩვენ გადავდივართ პირდაპირი წესის არჩევნებიდან  არაპირდაპირი წესის არჩევნებზე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics