17:37 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 13:01:27, 2396 ნახვა

მსოფლიო
პარიზში ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს - მათი უმეტესობა ქართველია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების 35 წევრი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, - ამის შესახებ bfmtv იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების ე.წ. კანონიერი ქურდები არიან.

მედიის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითად სიგარეტის კონტრაბანდით, ბინების გაქურდვით და ქურდობით იყო დაკავებული.

Bfmtv წერს, რომ აღნიშნულ დაჯგუფებასთან დაკავშირებით გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ასევე საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და ინტერპოლი იყო ჩართული. ფრანგმა სამართალდამცველებმა სულ 35 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 8 ქალი. მათი უმეტესობა ეთნიკურად ქართველია. დაკავებულებს შორის არიან კანონიერი ქურდები ქუთაისიდან. არსებული ინფორმაციით, ისინი გამოძალვით, ქურდობით და ადამიანების ვაჭრობითაც იყვნენ დაკავებული.

ფრანგული მედია იტყობინება, რომ დაკავების დროს სამართალდამცველებმა 70 ათასი ევრო, იარაღი, მანქანები და 200 ათასი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს.

პარიზის გარდა ოპერაცია ასევე იტალიის სამხრეთ ნაწილში, კალაბრიაში ჩატარდა. პოლიციის წყაროს ინფორმაციით, დაჯგუფებას უძრავი ქონება იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ჰქონდა.

გარდა ამისა, ცნობილი, გახდა, რომ დაჯგუფებას ფულის გათეთრების სპეციალური სქემა ჰქონდა. ამისათვის ისინი პარიზში არსებულ სამშენებლო კომპანიას იყენებდნენ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლსკი - არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ხაბეიშვილს ბრძოლაში წაჰყვება
ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს - ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ?
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics