18:49 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 18:01:44, 1897 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ პლენარულ სხდომებზე განცხადებებისთვის გამოყოფილი დროის გაორმაგებას ითხოვს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  დღეს პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილეს.

წარმოდგენილი ცვლილებით, პარლამენტის წევრების მიერ განცხადებებით გამოსვლის შესაძლებლობა გათვალისწინებულია ყოველ პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, 1 საათით.

ეს დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,  გამომსვლელთა რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით.

უფრო კონკრეტულად, რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტით, განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა აღარ არის შეზღუდული მხოლოდ პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათით და ამ უფლებით პარლამეტის წევრები ისარგებლებენ პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების კვირის ნებისმიერ დღეს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი ჩანაწერი საკმარისად ვერ უზრუნველყოფს დეპუტატების ნებას, გააკეთონ განცხადება მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. პროექტის მიზანია, პარლამენტის უფრო მეტ წევრს ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა ისარგებლოს პლენარულ სხდომაზე განცხადების გაკეთების უფლებით და შეაფასოს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები“,-ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით,  კანონპროექტი სამართლებრივად დაუხვეწავია:

„რეგლამენტის პროექტში წერია - პარლამენტის წევრების მიერ განცხადებების გაკეთება ყოველ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ. დღის წესრიგის დამტკიცება ხდება ყოველი პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათ დღეს. დღის წესრიგს თავიდან ვამტკიცებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ცვლილება შედის ამ დღის წესრიგში. სამართლებრივადაც კი ხარვეზიანია ეს პროექტი. რომც მიგვეღო ეს პროექტი, ვინაიდან დღევანდელ დღეს ჩვენ დღის წესრიგი არ დაგვიმტკიცებია, დღეს თეორიულადაც, სამართლებრივადაც ასეთი განცხადებები ვერ გაკეთდებოდა“,-აღნიშნა გიორგი კახიანმა.

მისი ვარაუდით, დეპუტატებს განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით უკმარისობის განცდა არ უნდა ჰქონდეთ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი  საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებია“, ხოლო ავტორი-პარლამენტის წევრი  ნატო ჩხეიძე.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics