01:45 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 16:52:50, 1771 ნახვა

პოლიტიკა
„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, კენჭი ვერ უყარეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში კენჭისყრის ჩასატარებლად საკმარისი დეპუტატების რაოდენობა არ აღმოჩნდა.

„აქედან გამომდინარე, გთავაზობთ, რომ განვაგრძოთ საკითხების განხილვა და თუ იქნება საკმარისი რაოდენობა, საკითხების განხილვის შემდეგ დავუბრუნდეთ კენჭისყრის პროცედურას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კენჭი უნდა ეყარათ „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისთვის, რომელიც პირველი მოსმენით განიხილეს. ცვლილებების  თანახმად,   დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებზე, რომელიც გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი.

ცვლილებით კანონში მითითებული იქნება, რომ იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მითითების, დავალების მიცემა, ასევე შეთანხმების დავალება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ტელერადიო და ვებპორტალის პროდუქციის/პროგრამაში დაგეგმილი ან შეტანილი ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებას შეუძლია ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, მისი ეთერში გასვლამდე, არ იქნება საჯარო ინფორმაცია და მასზე არ გავრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი თავი.

ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

ცვლილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნი წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას.

 საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება.

ასევე კენჭი უნდა უყარონ პაკეტიდან გამომდინარე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალის (სერიალების), მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმის (ფილმების) დამზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე).




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics