16:22 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 15:44:13, 1787 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ბრაზილიისა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს შეიცავს

„ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ იყოს მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და ბრაზილიას შორის, რაც უზრუნველყოფს მეტ სტაბილურ განვითარებასა და მშვიდობას. გვინდა შევქმნათ ის ჩარჩო, რომელიც ბიზნესს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალ პროექტების გასავითარებლად“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა,  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალოუსიო ნუნეს ფერეირასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ბრაზილიის საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ისაუბრა ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე პოლიტიკური და  სექტორალური  თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების მიმართულებით.

ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მზარდ პოტენციალზე სავაჭრო ურთიერთობებისა და საინვესტიციო სფეროში. ასევე ისაუბრა, მომავალ წელს,  ბრაზილიიდან დაგეგმილ სავაჭრო მისიის მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მისია ახალ შესაძლებლობების იდენტიფიცირებას მოახდენს.

„ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. პირველ რიგში, თქვენი ბაზრიდან გამომდინარე და მეორე, საქართველოს შესაბამისი სავაჭრო რეჟიმებით რეგიონში, იმ ინფრასტრუქტურული ინვესტიციებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ვუკავშირდებით რეგიონის და რეგიონის მიღმა ქვეყნებს. საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ბიზნესის საკეთებლად რეგიონში. ამისთვის, ჩვენ ვახორციელებთ შესაბამის რეფორმებს და გვაქვს შესაბამისი საინვესტიციო გარემო და  გვინდა ვიხილოთ უფრო მეტი ბრაზილიური კომპანიები საქართველოში", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასტან, მიხეილ ჯანელიძემ  ხაზი გაუსვა განათლების სფეროში არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რის მაგალითადაც მოიყვანა  საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხული ბრაზილიელი სტუდენტები. მინისტრმა ისაუბრა ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობაზე და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა  სოფლის მეურნეობა, ფიტო სანიტარია, სპორტი და  კინემატოგრაფია.

„თქვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეთ საქართველოს, მაშინ როდესაც ბრძანდებოდით საქართველოს-ბრაზილიის  საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გასაძლიერებლად და განსამტკიცებლად. თქვენი ვიზიტი არის სწორედ ამ დიდი მეგობრული დამოკიდებულების გამოხატვა, რასაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვაფასებთ", - განაცხადა მიხეილ ჯანლიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ალოუსიო ნუნეს ფერეირას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისათვის.

პრეს-კონფერენციის დაწყებამდე, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს
კობახიძე - ჩვენ ხალხის სახელით საუბრის მანდატი გვაქვს
SJC - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
კრამონი - თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics