11:14 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 21:29:16, 2985 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა ევროკავშირის საბჭოს, კომისიის და საგარეო საქმეთა სამსახურის საყურადღებოდ, 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გასათვალისწინებელი რეკომენდაციები მიიღო.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკურ განვითარებას, მიესალმება ამ პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, რის შედეგადაც დაწესდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობები ასოცირების ხელშეკრულების სახით.

ამასთან, ევროპარლამენტი აღიარებს ასოცირებული ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და მათ ევროპულ არჩევანს, დადებითად აფასებს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროგრესს და მის როლს ასოცირებული ქვეყნების მოდერნიზაციისთვის და საკანონმდებლო დაახლოებისთვის.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ:

აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე დაწინაურებულ ქვეყნებთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება აუცილებელია, ამ ქვეყნებმა უკვე მიიღეს მნიშვნელოვანი სარგებელი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისგან, ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის სახით;

ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას გაიზარდოს ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება ასოცირებული ქვეყნებისთვის და შეიქმნას მიზნობრივი საინვესტიციო ფონდი საქართველოსთვის, უკრაინისათვის და მოლდოვასთვის, რათა ევროკავშირმა ინვესტირება მოახდინოს სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში;

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ამ ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას და ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნების აუცილებლობას;

ევროპარლამენტი მიესალმება ისეთი პროგრამების გაძლიერებას, რომელიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მოქალაქეებს მოუტანს კონკრეტულ სარგებელს და გააუმჯობესებს მათი ცხოვრების დონეს.

გარდა ამისა, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას შემუშავდეს სამიტის ამბიციური დეკლარაცია, რომელიც გრძელვადიან მიზნებს დასახავს და პარტნიორობის განვითარების გზებს შემოგვთავაზებს.

„ევროპარლამენტი, როგორც ყოველთვის, გამოხატავს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საჭიროდ მიიჩნევს გაძლიერდეს კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სუვერენიტეტის აღსადგენად და რუსეთის ხისტი და რბილი ძალის დასაძლევად.

ევროპელმა პარტნიორებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ერთიანი ძალისხმევით წარიმართოს მუშაობა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დამკვიდრებისთვის.

ევროპარლამენტის რეზოლუცია ეხმიანება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებას, სადაც ასოცირებული პარტნიორები ევროპარლამენტს წევრობის პერსპექტივის აღიარებისკენ მოუწოდებენ და მათი ქვეყნებისთვის ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნის საჭიროებას ადასტურებენ.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი რეზოლუციის ინიცირებისთანავე მონაწილეობდა რეზოლუციის პროექტის განხილვის პროცედურებში და აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელებთან და დოკუმენტის თანაავტორებთან საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ მიღებული დოკუმენტში აისახა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები და დადასტურდა საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის ერთობლივად შემუშავებული პოზიციები“, - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

რეკომენდაციებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა გამოეხმაურა:

„დღეს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა და მიიღო საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელზეც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა იმუშავა. მეამაყება, რიმ ამ ტექსტის მომზადების პროცესში ჩვენც, საქართველოს პარლამენტიც, ვიყავით ჩართული. მე მქონდა შესაძლებლობა სექტემბერში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებატებში მიმეღო მონაწილეობა. ევროპარლამენტარმა კოლეგებმა, ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა, გაითვალისწინეს ჩვენი წინადადებები და მათ საფუძველზე წარადგინეს და მხარი დაუჭირეს ცვლილებებს რეზოლუციაში", - განაცხადა ხულორდავამ.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და აჯამებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში წევრი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და განსაზღვრავს თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს. წლევანდელი სამიტი 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში გაიმართება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება
„პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს თანხა გამოსძალეს“ - სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
პოლ დენი - ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics