14:27 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 19:36:22, 2233 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 10 ჰოსპიტალიზებულია. სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, არიან ასევე დაკარგულებიც. 

ატიკას რეგიონში გადაუღებელი წვიმის შემდეგ, მდინარეები ადიდდა და ათენის შემოგარენში მდებარე დასახლებები დატბორა. ნაწილობრივ დაინგრა სახლები და ნაგებობები. სამ ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული სიმის კუნძულზეც. თურქეთის საზღვართან მდებარე კუნძულს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რასაც ნაწილობრივი ნგრევა მოჰყვა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიისა და კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე 2 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მდინარაძე - ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics