10:09 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 10:37:49, 3096 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სტრუქტურული ცვლილებების პაკეტს დაამტკიცებს

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სტრუქტურული ცვლილებების პაკეტს დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რეფორმა მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს  მოიტანს, რასაც შედეგის თვალსაზრისით, ყველა დაინახავს:

„ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას მართვის ხარისხში და შედეგების მიღწევის თვალსაზრისითაც, ჩვენ ყველანი ამას დავინახავთ. ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტიც დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს. იმედი მაქვს, დავამტკიცებთ და გადავაგზავნით პარლამენტში”,-აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics