23:57 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 18:33:09, 1790 ნახვა

კომენტარი
ცომაია ლარის კურსზე: როგორც ჩანს, სებ-ში და მთავრობაში ვერ ხვდებიან, რა პროცესი მიმდინარეობს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაია ლარის გაუფასურებას საზოგადოებაში არსებული მოლოდინების ფაქტორს და დოლარზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებს.

როგორც ცომაიამ განმარტა, რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდა კურსის დასტაბილურებას მოკლევადიან პერიოდში ხელს უშლის.

"ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ საშუალოვადიანი პერიოდი და მოკლევადიანი რყევები. ლარის გაუფასურებას ამ შემთხვევაში იწვევს მოკლევადიანი და არა საშუალოვადიანი ფაქტორები. მოკლევადიანი ფაქტორები არ ნიშნავს, რომ მოკლე პერიოდში უნდა გამყარდეს ლარი. მოკლევადიანი ფაქტორები, ეს პირველ რიგში არის ფულის მასის მოძრაობით გამოწვეული ცვლილებები და ასევე არის მოლოდინების ფაქტორი. სწორედ მოლოდინების ფაქტორი თამაშობს დიდ როლს, როდესაც ამ პერიოდში დოლარზე მოთხოვნა იზრდება. ეს განპირობებულია იმით, რომ ხდება საქონლის შესყიდვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ეს წინა თვეებში ხდებოდა. ეს თუ მცირე გავლენას მოახდენს კურსზე, ამას ემატება მოლოდინების ფაქტორი, რაც კურსის წონასწორობის მდგომარეობას ცვლის. გარდა ამისა, ბანკები, ლარის რეზერვების შემცირების დროს, არ ახდენენ დოლარის კონვერტაციას ლარში და ეროვნული ბანკისაგან იღებენ რეფინანსირების სესხებს, ეს წელავს დროს, ანუ წელავს ამ მოკლევადიან მონაკვეთს. ბანკებსაც აქვთ მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, ამიტომ ურჩევნიათ, რომ აიღონ მოკლევადიანი სესხები ეროვნული ბანკისგან, არ მოახდინონ დოლარის კონვერტაცია ლარში და ლარის რეზერვები შეივსონ. ლარის რეზერვების შევსება ხდება რეფინანსირების სესხების მეშვეობით. ეს კიდევ უფრო ზრდის იმ პერიოდს, როდესაც ლარი უნდა გამყარდეს", - განუცხადა ცომაიამ „ექსპრესნიუსს“.

კითხვაზე - რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, იმისათვის, რომ მოლოდინების ფაქტორის გამო, ლარის დევალვაცია არ მოხდეს, ექსპერტმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური და მარტივად აღსაქმელი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს.

"ხელისუფლებამ უნდა აუხსნას მოსახლეობას გასაგებ ენაზე, რა პროცესი მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ვერც ეროვნულ ბანკში და ვერც მთავრობაში ვერ ხვდებიან იმას თუ სინამდვილეში რა პროცესი მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, რადგან თვითონ არ იციან, ვერ ახერხებენ ამის სწორად მიწოდებას საზოგადოებისთვის", - განმარტა ცომაიამ.

რაც შეეხება ლარის შესაძლო დევალვაცია/გამყარებას უახლოეს მომავალში, ცომაიას თქმით, იზრდება იმის ალბათობა, რომ წლის ბოლოდან ლარმა გამყარება დაიწყოს.

"შემიძლია იმის თქმა, რომ წინასაახალწლო პერიოდში, 25 დეკემბრიდან დაახლოებით 7 იანვრამდე, ან ცოტა მერეც, იზრდება იმის ალბათობა, რომ ლარი გამყარდეს. ამ დროს, წინასაახალწლო დღეებში ადამიანებს აქვთ დანაზოგები უცხოურ ვალუტაში, შესაბამისად ხდება ამ დანაზოგების კონვერტაცია ლარში, რაც თავის მხრივ ზრდის მოთხოვნას ლარზე", -  განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ცნობისთვის, ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics