03:16 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 13:14:55, 1782 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის თასის გამარჯვებული ცნობილია!

კვირას, 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონ „მარაკანაზე“ მოყვარულთა თასის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის - „თბილისის მერიის თასის“ გათამაშების ფინალი გაიმართა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბებს - „35-ე თბილისსა“ და „ნახალოვკას“ შორის.

ფინალურმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც სტადიონზე მოსული გულშემატკივრების რაოდენობაზეც აისახა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამაშმა სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების მოლოდინი სრულად გაამართლა. მატჩის საწყის წუთებში აშკარა იყო “35-ე თბილისის” სათამაშო უპირატესობა, რაც გატანილ გოლში აისახა და გაგა კირკიტაძემ უკვე მე-2 წუთზე შეძლო გუნდის დაწინაურება. მატჩის მე-14 წუთზე, შოთა ავსაჯანიშვილმა უნაკლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმის საშუალებით 2-მდე გაზარდა 35-ე თბილისის უპირატესობა. უნდა აღინიშნოს რომ „ნახალოვკის“ ფეხბურთელებმა დროულად მოახდინეს მობილიზაცია და ნიკოლოზ მაისურაძის ცივსისხლიანი თამაშის შედეგად მატჩის 23 წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, რის შემდეგაც „ნახალოვკის“ ფეხბურთელებმა ზეწოლა განაგრძეს და 31-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ მეორედ შეძლო ბურთის კარის ბადეში გახვევა და ანგარიშიც გათანაბრდა 2:2. ტაიმის მიწურულს „35-ე თბილისს“ კვლავ შეეძლო დაწინაურება, თუმცა გიორგი ადეიშვილმა გაგა კირკიტაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტის რეალიზება ვერ მოახდინა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი უკვე პენალტების სერიისთვის ემზადებოდა, როდესაც მატჩის ბოლო წუთზე გიორგი სილაგავას ჩაწოდებულ ბურთზე ნიკოლოზ მაისურაძემ  ბრწყინვალე ნახტომში მესამედ აიღო „35-ე თბილისის“ კარი, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:3 „ნახალოვკის“ სასარგებლოდ.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

 ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics