15:00 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 12:18:15, 1955 ნახვა

პოლიტიკა
შვედეთის საგარეო მინისტრი: ჩვენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ძლიერ მხარდამჭერად ვრჩებით

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონფლიქტების გადაჭრის გასაღები ჟენევის დიალოგში დევს.

ვალსტრომის განცხადებით, შვედეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერენ.

„ამ დიალოგის გაძლიერება ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის აუცილებებლია. ძალიან ვწუხვარ, რომ ორი წელი აქ არ ვყოფილვარ. შვედეთი საქართველოს ევროპული სულისკვეთებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან ძლიერ მხარდამჭერად დარჩება. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესირებადი წევრი საქართველო, დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებს. ძალიან წარმატებული ხართ და ეს ჩვენს ანგარიშებში აღიარებულია. ასევე ჩანს თქვენი წარმატება კორუფციასთან ბრძოლის ასპექტშიც. თქვენი ინსტიტუტების გასაძლიერებლად მომავალში კიდევ მეტი მუშაობა მოგვიწევს. ევროკავშირთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები იმ გზის დასაწყისია, რომელმაც ევროპამდე უნდა მიგვიყვანოს. როგორც თქვენი მეგობრები და მხარდამჭერები შვედეთი და პოლონეთი საქართველოსგან დიდ წარმატებებს მოველით“, – აღნიშნა ვალსტრომიმ. 

შვედეთის პირველმა დიპლომატმა ასევე აქცენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტზეც გააკეთა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ტარდება და ჩვენ ამ სამიტზე და მომავალ ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. იმედი გვაქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი წარმატებული იქნება. აქ საქართველოს მხარდაჭერის დასადასტურებლად ჩამოვედით. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მთელი იდეაა. ჩვენ გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ევროპის კავშირის დღის წესრიგში დარჩეს. ჩვენ ამ პროცესის მხარდამჭერად და მეგობრად ვრჩებით“, – განაცხადა მარგოტ ვალსტრომიმ.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამაცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
დუმის სპიკერი ვოლოდინი - კანონის მიღებამ შესაძლოა ვაშინგტონის და ბრიუსელის გეგმები, საქართველოში ხელისუფლების დამხობაზე ჩაშალოს
ბოკუჩავა „ოცნებას“ - ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა რუსულ კანონს, მოგიწოდებთ, დადგეთ ქუჩაში, სადაც ბევრი თქვენგანის შვილი დგას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics