15:35 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 12:13:47, 2069 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიზე: დარწმუნებული ვარ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის წარმატებული იქნება

„დარწმუნებული ვარ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იქნება წარმატებული საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის და ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებისადმი მხარდაჭერა და ასევე განისაზღვრება ის პრაქტიკული ნაბიჯები რაც სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას. 

მიხელ ჯანელიძემ ბრიუსელის სამიტის წინ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი მათი მხრიდან მკაფიო მხარდაჭერად შეაფსა.

„ეს არის მკაფიო გამოხატულება იმ მხარდაჭერის, რაც გვაქვს პოლონეთისა და შვედეთის მხრიდან და უკავშირდება როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე მის ევროპულ ინტეგრაციას" - განაცხადა ჯანელიძემ.

მან ხაზი გაუსვა ორმხრივ ფორმატებში პოლონეთთან და შვედეთთან თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების დახმარებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს განვითარებას. 

„ეს არის ფასდაუდებელი და ამ მხარდაჭერის  შედეგებს ჩვენ ვხედავთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს საქართვლო არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზართან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით, რომლის იმპლემენტაციის შედეგად ევროკავშირი გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. დღეს შეგვიძლია უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონაში, დღეს ვართ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, დღეს საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ეს აღიარებულია როგორც ევროკავშირის გლობალურ უსაფრთხოების  დოკუმენტში, ასევე დასტურდება იმ შეფასებებით რაც გაკეთდა ევროკომისიის ანგარიში,  სადაც მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ საქართველო გახლავთ ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა მინისტრმა. 

მისი თქმით საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს ხვდება კარგ ფორმაში, ეს შეფასებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან. 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთსა და შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics