04:41 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 11:42:48, 1676 ნახვა

კომენტარი
პოლონეთის საგარეო მინისტრი: ჩვენგან გაქვთ ისეთი მხარდაჭერა, რომ საბოლოოდ ევროკავშირის წევრები გახდებით

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ახალ კომუნიკეს მიიღებენ, რომელიც საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.

ვაშჩიკოვსკის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

“ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ველოდებით და ჩვენ გვინდა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღონ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ინსტრუმენტი უდიდესი ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ სამიტის ფარგლებში ახალ კომუნიკეს მივიღებთ და იმედი გვაქვს, რომ კომუნიკე საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი იქნება და მოგეწონებათ. ევროკავშირთან უფრო და უფრო მეტ მიახლოვებისკენ მოგიწოდებთ. ჩვენ ევროკავშირში თქვენს გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ევროკავშირში ამჟამად არსებული მძიმე სიტუაციის გამო, ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია. ჩვენ თითები გვაქვს გადაჯვარედინებული და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ველოდებით. ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას, რომ საქართველო იმ ქვეყანად გახადოთ, რომელიც ევროკავშირში შესვლას შეძლებს. თქვენ ევროკავშირზე დღეს უკეთესი წვდომა გაქვთ და ასე გაგრძელდება. ამის მაგალითია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ასევე ვიზალიბერალიზაცია. უნდა ვთქვა, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. პოლონეთი საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყნის საერთაშორისო აღიარებული საზღვრების დარღვევას არასდროს არ დაუშვებს. ჩვენ თქვენ გხედავთ, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მომავალ წევრს. ისეთი მხარდაჭერის ფონზე, რომელიც თქვენ პოლონეთისგან და შვედეთისგან გაქვთ იცოდეთ, რომ საბოლოოდ ევროკავშირის წევრები გახდებით”, – განაცხადა ვიტოლდ ვასჩიკოვსკიმ. 

ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics